თბილისში იეჰოვას მოწმეთა კონგრესი იხსნება - მოსაწვევებს უკვე არიგებენ
21 ივნისიდან თბილისში, იეჰოვას მოწმეთა კონკგრესი იხსნება. კონგრესი სამ დღეს გაგრძელდება და ვარკეთილში მდებარე იეჰოვას მოწმეთა საკონგრესო დარბაზში გაიმართება.
კონგრესზე დასასწრები მოსაწვევები თბილისის მაცხოვრებლებმა უკვე მიიღეს. "დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია, უფასოა და არ მოხდება ფულის აკრეფა" ნათქვამია მოსაწვევში, რომელიც თბილისელებს დაეგზავნათ. "კონგრესის დროს ნაჩვენები იქნება ორი დრამა, რომელიც ჩვენ თვალწინ გააცოცხლებს ბიბლიურ ისტორიებს და დაგვანახებს, თუ რას ვსწავლობთ ამ შემთხვევებიდან" აცხადებენ კონგრესის ორგანიზატორები.
გლდანის წმინდა ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი ბასილ მკალავიშვილი საპატრიარქოს მოუწოდებს დაარბიოს იაჰოვას მოწმეების კონგრესი, მამა ბასილი აცხადებს, რომ ის თავის მრევლთან ერთად არ აპირებს კონგრეისის ჩაშლას და მიიჩნევს, რომ „ეს საპატრიარქოს გასაკეთებელი საქმეა“.
კომენტარი