სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

წულუკიანის განცხადებით, დეპუტატების დასაკითხად, პროკურატურა თავად მივა პარლამენტში

იუსტიციის მინისტრ თეა წულიკიანის განცახდებით, პროკურატურა იძულებულია, დეპუტატები პარლამენტში დაკითხოს. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა ჟურნალისტებს სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის თინა ხიდაშელის განცხადების კომენტირებისას განუცხადა.

წულუკიანის თქმით, თუ დეპუტატები ბოროტად სარგებლობენ თავიანთი უფლებით და პროკურატურაში არ მიდიან, პროკურატურა თვითონ მივა პარლამენტში.
" თვითონ ამბობენ პროკურატურაში მოსვლაზე უარს. თუ ღვინიაშვილი და სხვა დეპუტატები თავს არიდებენ დაკითხვაზე მოსვლას, პროკურატურა ვერ დაიწყებს პაექრობას და აქედან გამომდინარე, თავად მივა დასაკითხად პარლამენტში", - განაცხადა წულუკიანმა.
ამასთან, თეა წულუკიანი განცხადებით პროკურატურა მოქმედებს კანონით დადგენილი წესებით და იმისთვის, რომ ჩაატაროს გამოძიება, ვალდებულია დეპუტატებს რამდენჯერმე გაუგზავნოს დაკითხვაზე მოწვევა.
გუშინ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერმა თინა ხიდაშელმა გადაცემა "პოზიციაში" განაცხადა, რომ თუ კიდევ დიდი ხანი არ დაიკითხა გიორგი ღვინიაშვილი, ხვალ და ზეგ მოითხოვს პარლამენტში იუსტიციის მინისტრის და მთავარი პროკურორის მოსვლას.
ამასთან, დღეს თეა წულუკიანს არ დაუკონკრეტებია, როდის დაიკითხებიან ღვინიაშვილი და სხვა დეპუტატები პარლამენტში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100