სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა, დაჭრილია ცხრა

უმძიმესი ამბავი უკრაინიდან - ბრძოლის ველზე ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა, დაჭრილია ცხრა, სამი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულად ფასდება.

“ქართული ლეგიონი"-ს ცნობით, უკრაინაში, დონეცკის მიმართულებით შეტევითი ოპერაციისას ლეგიონის ორი მებრძოლი, რამაზ ფეტელავა და ბექა ლომაშვილი დაიღუპნენ.

დონეცკის მიმართულებაზე შეტევითი ოპერაციის დროს ქართული ლეგიონის ორი მებრძოლი, რამაზ ფეტელავა და ბექა ლომაშვილი დაიღუპა.
დაჭრილია ცხრა მებრძოლი, მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა.
ქართული ლეგიონი სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100