16 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი - ბოლო დროს მომავალზე იყავით კონცენტრირებული. ახლა უნდა დაბრუნდეთ რეალობაში და ახლანდელი საქმეები უნდა მოაგვაროთ. ნუ გადადებთ ხვალისთვის იმას, რაც დღესაც შეგიძლიათ გააკეთოთ.
კურო - სოციალურ ცხოვრებაში ბევრმა გაუგებრობამ მოიყარა თავი. შეიძლება ამის გამოც იკავებდით თავს კონკრეტულ ადამიანთან დაახლოებას. დღეს შანსი მოგეცემათ სწორედ იმ ადამიანთან განიხილოთ თქვენი ვარაუდები.
ტყუპი - მორიდებულობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გააქტიურდით სასურველის მისაღწევად, ნუ მოგერიდებათ გარშემო მყოფების შეწუხება. ქარიზმული ხართ და საშემოდგომო უხასიათობასაც დაამარცხებთ.
კირჩხიბი - ნუ ჩაიციკლებით ფინანსებზე, ფულის ხარჯვამ სიამოვნება უნდა მოგანიჭოთ. შეეხმიანეთ მეგობრებს, ითამაშეთ ან საუბარში გაატარეთ დრო. ამას დიდი ხარჯი არ სჭირდება.
ლომი - დილა მშვიდი ვალდებულებების მოგვარებას დაუთმეთ. მნიშვნელოვანი შეხვედრები და საქმეები შუადღისთვის დაგეგმეთ. სარფიან ხელშეკრულებას გააფორმებთ, გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა, პირადი ცხოვრება.
ქალწული - საინტერესო და მრავალმხრივ განათლებულ ადამიანთან მოგიწევთ შეხვედრა. ეცადეთ, თავადაც წარმოაჩინოთ თქვენი საუკეთესო თვისებები. სხვათა შორის, კარგი იქნება, თუ კომპლექსებისა და სისუსტეებისგანაც გათავისუფლდებით.
სასწორი - კრეატიული ხართ და სასიამოვნო პროექტებსაც დაისახავთ. ახლობლებს დახმარებაზე უარი არ უთხრათ.
მორიელი - ბოლოს როდის დაისვენეთ და დღე საკუთარ თავს დაუთმეთ? გადადეთ ყველა საქმე და ქალაქგარეთ გაისეირნეთ, მეგობრებს შეხვდით.
მშვილდოსანი - დღევანდელი დღე გამოიყენეთ საქმეების, ურთიერთობების გასაუმჯობესებლად. თუ გსურთ, ვინმეს მართლა დაუახლოვდეთ, იყავით გულწრფელი და არ მოატყუოთ.
თხის რქა - გრანდიოზული ცვლილებების დღე გელით. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. ახალი რომანის დასაწყისი უკვე საინტერესოა.
მერწყული - დღეს ისეთი აქტიური არ ხართ, როგორც ყოველთვის, მაგრამ გარშემო მყოფებს მაინც ექნებათ თქვენთან დროის გატარების სურვილი. შეიძლება პირად ცხოვრებაში ახალმა ნიუანსებმა იჩინოს თავი.
თევზები - იმედებსა და მოლოდინებს მხოლოდ ერთ კონკრეტულ ადამიანზე ნუ დაამყარებთ. დაფიქრდით, შეძლებს კი ის კომფორტი შეგიქმნათ, რასაც ელოდებით?.. მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეთ.
კომენტარი