ჯენიფერ ლოპესს ახალი საქმრო უკვე ღალატობს?
მომღერალი და მოცეკვავე ჯენიფერ ლოპესი დიდი ხანი არ არის, რაც სპორტსმენ ალექს როდრიგესს ხვდება, თუმცა წყვილმა ერთმანეთის მშობლები უკვე გაიცნო და ყვითელი პრესა მათი მოახლოებული ქორწინების შესახებაც იუწყება.
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ როდრიგესის ყოფილი მეგობარი გოგო ძალიან მალე ინფორმაციის გასაჯაროვებას აპირებს, რომელიც ამტკიცებს იმას, რომ სპორტსმენი ლოპესს ღალატობს. საქმე ეხება ინტიმური სახის მიმოწერას, რომელიც ალექსს აქვს ყოფილთან.
გარდა იმისა, რომ მიმოწერა აქვს როდირიგესს ყოფილთან, გოგონა ირწმუნება, რომ მათ ვირტუალური სექსიც აქვთ.
როგორც კულუარებში საუბრობენ, გოგონა როდრიგესისგან 600 ათას დოლარს ითხოვდა, რათა მიმოწერა საიდუმლო დარჩენილიყო და მასზე არავის არაფერი გაეგო. ჟურნალისტები კი აანონსებენ, რომ ალექსი სასამართლოში ჩივილს აპირებს შანტაჟის გამო.
რაც შეეხება თავად ჯენიფერ ლოპესს, უცნობია ამ ყველაფერზე რას ფიქრობს მომღერალი, რადგან ჟურნლისტებთან კომენტარს საერთოდ არ აკეთებს.
კომენტარი