NDI - რა მიაჩნიათ საქართველოში მთავარ ეკოლოგიურ პრობლემად
"ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა" (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები წარადგინა. კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა მთავარ ეკოლოგიურ პრობლემად ჰაერის დაბინძურებას ასახელებს - 57%.
ასევე კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 44% საკვების უსაფრთხოებას ასახელებს, 40% ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებების არსებობას (ჰაერში, საკვებში, სათამაშოებში და სხვა), სასმელი წყლის დაბინძურება - 18%, მდინარეების, ტბების და წყალსაცავების დაბინძურება - 16% და ა.შ.
"ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა" (NDI) კვლევის საველე სამუშაო, საქართველოს მასშტაბით, 6-20 დეკემბრის პერიოდში ჩაატარა და პირისპირ ინტერვიუს სახით, წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, 2 205 ადამიანი გამოკითხა. ცდომილების ზღვარი 2.1%-ია.
NDI საქართველოს ოფისი 2010 წლიდან ახორციელებს საზოგადოებრივი აზრის კვლევის პროგრამას. ამ კომპონენტის მთავარი მიზანია საზოგადოებრივი აზრის კვლევების ჩატარებისა და გაზიარების გზით, მოქალაქეების პრიორიტეტების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გაზრდა.
კომენტარი