სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შოვში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად რუსეთის მოქალაქე დაიღუპა

რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე, პერ­მი­დან ქსე­ნია ტრი­ჩე­ვა სა­კუ­რორ­ტო სო­ფელ შოვ­ში მე­წყე­რის ჩა­მო­წო­ლის შე­დე­გად და­ი­ღუ­პა. ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლო­ში შვე­ი­ცა­რი­ის სა­ელ­ჩოს რუ­სე­თის ინ­ტე­რე­სე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში ადას­ტუ­რე­ბენ.

„დღეს მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქსე­ნია ტრი­ჩე­ვა გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს - ქა­ლის ცხე­და­რი მის­მა ახლო მე­გო­ბარ­მა მორ­გში ამო­იც­ნო. ღრმა მწუ­ხა­რე­ბას გა­მოვ­თქვამთ ქსე­ნი­ას ოჯა­ხი­სა და მე­გობ­რე­ბის მი­მართ“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მე­წყე­რის დროს რომ რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე შე­საძ­ლოა სტი­ქი­ის ზო­ნა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, მე­დი­ამ დღეს გა­ავ­რცე­ლა. გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი ქსე­ნი­ას დედა პერ­მი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მოფ­რე­ნას გეგ­მავ­და.

მა­ნამ­დე სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­ნა­ცხა­და, რომ შოვ­ში სტი­ქი­ის შე­დე­გად და­ღუ­პულ­თა რი­ცხვი 15-მდე გა­ი­ზარ­და. ამ ეტაპ­ზე მხო­ლოდ 6 ადა­მი­ა­ნის ცხე­და­რია იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100