ვემშვიდობები დიდი ტკივილით, სიკვდილმა გაიმარჯვა სიცოცხლეზე... - ლევან რატიანის ემოციური პოსტი
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი "ფეისბუქის" პირად გვერდზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს და გარდაცვლილ პროფესორს ემშვიდობება:
"ასე და ასე იქნება, სიკვდილმა გაიმარჯვა სიცოცხლეზე, ეს ბუნების კანონია თითქოს, მაგრამ შეუგუებელი, მოიხედავ და ოცი წელი გასულა, რაც ერთმანეთი გაგვიცვნია და დღეს კი ვემშვიდობები, ვემშვიდობები დიდი ტკივილით, ჩემს საყვარელ პროფესორს მაია დგებუაძეს, პროფესორს, რომელმაც სიცოცხლეში ბრძოლა და თავმდაბლობის სიმბიოზი მასწავლა, მასწავლა როგორი უნდა მიაღწიო ცოდნით წარმატებას. ბევრი ბევრი გვქონდა საკეთებელი, მაგრამ წუთისოფელმა ამ მიწიერ ცხოვრებაში დაგვაცილა, დაგვაცილა დროებით, რწმენით იმისა, რომ კვლავ შევხდებით ერთმანეთს...
მშვიდობით, პროფესორო... მე კი პირობას გაძლევთ ყველა, თქვენს დაწყებულ საქმეს ბოლომდე მივიყვან! სხვისთვის უჩინარი იყო, ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ ადამიანი, რომელიც მიქმნიდა წარმატების გარემოს. ღირებული სიტყვა ყოველდღიური დილით იყო "შვილო მომისმინე"... და უსმენდი გაჩუმებული და გულისყურით... ესე იყო ესე... შენი წარმატება მახარებს და მაცოცხლებს ასე მეუბნებოდა... მადლობა ჩემო პროფესორო ყველა იმ ქმედებისვის, რაც ჩემთვის გააკეთეთ. მე კი შეუძლებელს გავაკეთებ ღირსეულად, რომ დავასრულო ცხოვრება, როგორც ექიმმა. მშვიდობით", - წერს ლევან რატიანი.
კომენტარი