სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„რუსები გაავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, თითქოს ჩვენ ყველაფერი დავთმეთ, შეიარაღებული ძალები არ ისვრიან, უკან იხევენ, ნებდებიან და სუვერენიტეტს თმობენ“ - არესტოვიჩი

„რუსეთის ფედერაცია უახლოეს დღეებში გეგმავს სერიოზული საინფორმაციო ოპერაციის ჩატარებას, რომლის დროსაც ის შეეცდება დაარწმუნოს უკრაინის მოქალაქეები, რომ ხელისუფლებამ დათმო პოზიციები და შეიარაღებული ძალები უკან იხევენ“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა. „მტრის მზაკვრული გეგმა ასეთია: დღეს ან ხვალ აპირებენ ჩაატარონ ძალიან სერიოზული საინფორმაციო ოპერაცია, რომელიც დაკავშირებულია მატერიალური ობიექტების განადგურებასთან და ქსელზე კიბერშეტევასთან, შემდეგ კი, როცა ინფორმაციული ვაკუუმი და პანიკა იქნება, გაავრცელებენ ინფორმაციას, თითქოს ჩვენ ყველაფერი დავთმეთ, შეიარაღებული ძალები არ ისვრიან, უკან იხევენ, ნებდებიან და სუვერენიტეტს თმობენ“, - განაცხადა არესტოვიჩმა. მისივე თქმით, რუსებს არავინ არაფერს არ ჩააბარებს და გადასცემს, ამიტომ მოქალაქეებმა გავრცელებულ ცრუ ინფორმაციებს არ უნდა დაუჯერონ. „არ დაიჯეროთ, რა დამაჯერებელი ინფორმაციაც არ უნდა მიიღოთ, რა საბუთებიც არ უნდა გაჩვენოთ – აყალბებენ, არავითარ შემთხვევაში არ ენდოთ. მათ არავინ არაფერს ჩააბარებს“, - აღნიშნა არესტოვიჩმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100