"არტ-გენი 2011" რეგიონალურ ფესტივალს რუსთავი უმასპინძლებს
დღეს, 23 ივნისს, "არტ-გენი 2011"-ის მეორე რეგიონალურ ფესტივალს ქალაქი რუსთავი უმასპინძლებს. წარმოდგენილი იქნება აღმოსავლეთ საქართველოს, კერძოდ, შიდა ქართლის რეწვა, ფოლკლორი, ზეპირსიტყვაობა და თანამედროვე ხელოვნება.
რუსთავის თეატრის უკანა პავილიონში 12:00 საათიდან. ღონისძიებაზე თავს მოიყრის რუსთავის, მარნეულის, ბოლნისის, დმანისის და მიმდებარე სოფლების მოსახლეობა.
"არტ-გენი 2011"-ის პირველი რეგიონალური ფესტივალი გაიმართა კახეთში, ნიკო ფიროსმანის სახლ-მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც თავიანთი შემოქმედება წარმოადგინეს ფოლკლორისა და ხალხური რეწვის ოსტატებმა კახეთიდან და ქვეყნის სხვა რეგიონებიდან.
რეგიონალური ფესტივალის დასკვნითი ტური გაიმართება 25-26 ივნისს და დასრულდება 26 ივნისს ფოთში, მალთაყვას ტბის პირას, სადაც თავს მოიყრიან, ფოლკლორის, ქორეოგრაფიისა და ხალხური რეწვის ოსტატები დასავლეთ საქართველოდან. "არტ-გენი 2011"-ს ფოთი 12:00 საათიდან უმასპინძლებს.
კომენტარი