სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ინტერნეტში შიშველი კიმ კარდაშიანის ფოტოები გავრცელდა

რამდენიმე დღის წინ სკანდალების მოყვარულმა ვებ-გვერდმა, Thedirty.com -მა შიშველი მოდელის ფოტო გაავრცელა, რომელიც გაზქურასთან კვერცხს წვავს. სურათზე მინაწერი კი აღნიშნავდა, რომ ეს ქალბატონი პოპულარული კიმ კარდაშიანი გახლდათ.

რა თქმა უნდა სურათმა დიდი ფურორი მოახდინა, მაგრამ როცა არსებულმა ვითარებამ მთავარი გმირის ყურამდეც მიაღწია, მან საზოგადოებას იმედები გაუცრუა. კარდაშიანმა უარყო, რომ ფოტოზე თავადაა გამოსახული. მიუხედავად იმისა, რომ შიშველი მოდელის სახის დანახვა შეუძლებლია, საზოგადოებამ იგი მაინც კარდაშიანად შერაცხა.

ერთ-ერთი მტკიცებულება, რაც გვაფიქრებინებს, რომ ფოტოზე ვარსკვლავი არ არის გამოსახული, მკერდი გახლავთ. კარდაშიანი მუდამ თავს იწონებდა და იწონებს თავისი შეუდარებელი მკერდით, რასაც მოკლებულია ის მოდელი, რომელიც ფოტოზეა ასახული.

აღსანიშნავია, რომ კარდაშიანს მრავალჯერ მიუღია მონაწილეობა სხვადასხვა გამომცემლობებისთვის განკუთვნილ ფოტოსესიებში სრულიად შიშველს. უსაფუძვლოა ვიფიქროთ, რომ ვარსკვლავს სიშიშვლის სრცხვენია, იგი უბრალოდ, აღმერთებს საკუთარ ფიგურას.

მიუხედავად ამისა, კიმ კარდაშიანი მაინც ამბობს, რომ ფოტოზე თავად არ არის გამოსახული, ეს კი იმით არის განპირობებული, რომ კიმს მოდელის სხეული არ მოსწონს.

აუცილებელია აღინიშნოს მეორე შეხედულებაც, ფოტოზე მეტად ახალგაზრდა კარდაშიანია გამოსახული. გოგონა რომელსაც პლასტიკური ქირურგის სამედიცინო იარაღები ჯერ არ შეხებია. ეს შეხედულება კი შედარებით რეალურია, უბრალოდ კარდაშიანს არ სურს აღიაროს, რომ სხეულის იდეალურ ფორმებს ქირურგიული ჩარევით მიაღწია.

აქვე გტავაზობთ სხვა ფოტოებსაც, სადაც კარდაშიანი პიკანტურ პოზებშია გამოსახული და რომლებიც ინტერნეტში სხვადასხვა დროს გავრცელებულა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100