სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გიორგი კაპანაძე - სასამართლო „კლანი“ და სისტემა მურუსიძესა და ოლიგარქ ივანიშვილს არ უნდა ეკუთვნოდეს, უნდა ემორჩილებოდეს კანონსა და კონსტიტუციას

სასამართლო „კლანი“ და სისტემა მურუსიძესა და ოლიგარქ ივანიშვილს არ უნდა ეკუთვნოდეს. ის უნდა ემორჩილებოდეს კანონსა და კონსტიტუციას , - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი კაპანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებში მოსამართლეების კვალიფიკაციის ასამაღლებლად გაგზავნა, არის სიგნალი, რომ აშშ ქართველ ხალხს ევროკავშირთან დაახლოებაში ეხმარება.

„ამერიკის შეერთებული შტატები ასეულობით მილიონ დოლარს ხარჯავს იმისათვის, რომ დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი განამტკიცოს და ამავდროულად, სასამართლო სისტემას დაეხმაროს. შესაბამისად, მოსამართლეების გამგზავრება ამერიკის შეერთებულ შტატებში, კვალიფიკაციის ამაღლების, გადამზადების მიზნით არის პოზიტიური სიგნალი, რადგან სასამართლო კლანი და სისტემა არ უნდა ეკუთვნოდეს მურუსიძეს, ოლიგარქ ივანიშვილს და ის უნდა ემორჩილებოდეს კანონსა და კონსტიტუციას. ამიტომ ამერიკის შეერთებული შტატები ამ კუთხითაც ეხმარება ქართველ ხალხს და ხელს უწყობს საქართველოს იმისათვის, რომ დაუახლოვდეს ევროკავშირსა და ევროპას“, - განაცხადა გიორგი კაპანაძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100