სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ტერორისტი ქალის დაკავების ვიდეო - ტერაქტი სტამბულში

თურქული პრესა, სტამბოლის ცენტრში, ტერაქტის განხორციელებაში ეჭვმიტანილი ქალის დაკავების კადრებს აქვეყნებს.

არსებული ინფორმაციით, შემოწმდა უსაფრთხოების 1200 კამერა, რომლებმაც დააფიქსირა ქალი, რომელმაც ქალაქის ცენტრში ასაფეთქებელი ჩანთით დატოვა. სამართალდამცველებმა შეისწავლეს მისი მარშრუტები შემთხვევის ადგილისკენ. სპეცოპერაცია 21 მისამართზე ჩატარდა. მედიის ინფორმაციით, დაკავებულია აფეთქებასთან სავარაუდო კავშირში მყოფი 46 ეჭვმიტანილი.


მედიის ინფორმაციით, ცნობილია დაკავებულის ვინაობა და ის აჰლამ ალბაშირია, სირიის მოქალაქე.


როგორც მედია წერს, დაკითხვისას მან აღიარა, ქურთისტანის მუშათა პარტიასთან [PKK] თანამშრომლობა და თქვა, რომ აფეთქება სწორედ PKK-მა განახორციელა.

აფეთქება სტამბოლში გუშინ 13 ნოემბერს მოხდა. შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, 80-ზე მეტი კი დაშავდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100