სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ინსტაგრამის მოდელმა, რომელიც ციხეში მუშაობდა, რომანი გააბა მსჯავრდებულთან და ამის გამო მის წინააღმდეგ საქმე აღიძრა

34 წლის ტარა ბრუქსი ინსტაგრამზე ძალიან პოპულარული გოგონა იყო, რომელსაც 66 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავდა. ის სიდნეის ციხეში მუშაობდა, სადაც 41 წლის ჰასან ზრეიკთან გააბა რომანი.

შეყვარებულები ცდილობდნენ, თავიანთი ურთიერთობა დაემალათ, თუმცა ვალენტნობას ტარამ საყვარელ მამაკაცს მისალოცი ბარათი გაუგზავნა და მალე ამ რომანის შესახებ ყველამ გაიგო. ამის შემდეგ ჰასანის საკანი გაჩხრიკეს და ფურცელზე ბრუქსის ნომრიც აღმოაჩინეს. ეს მიუთითებდა იმაზე, რომ წყვილს ერთმანეთთან მიმოწერა და საიდუმლო ზარები ჰქონდათ.

Daily Mail-ის ინფორმაციით, ქალი დაუყონებლივ გაათავისუფლეს სამსახურიდან და მას სასამართლოს წინაშე მოუწია წარდგენა. თავიდან, მოდელის ადვოკატი ამტკიცებდა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა და პატიმართან ურთიერთობის დაჭერა სულაც არ უკავშირდებოდა გარკვეულ გრძნობებს, თუმცა მოგვიანებით ტარამ აღიარა, რომ მას ჰასანთან სასიყვარულო კავშირი ჰქონდა. შედეგად, ბრუქსმა ორწლიანი პირობითი სასჯელი მიიღო და ამის გამო მან ინსტაგრამიც გააუქმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100