სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სესხის დაზღვევა უკვე ონლაინ არის შესაძლებელი

თიბისი დაზღვევა მომხმარებელს ახალ პროდუქტს, სესხის შენატანის დაზღვევას სთავაზობს. სამსახურის დაკარგვის შემთხვევაში, კლიენტის სესხის შენატანს 6 თვის განმავლობაში თიბისი დაზღვევა გადაიხდის.

დაზღვევის შეძენა 4 ლარიდან არის შესაძლებელი და ის მაქსიმუმ 500-ლარიან ყოველთვიურ შენატანს დაფარავს. სესხის დასაზღვევად აუცილებელია, მომხმარებელი იყოს მინიმუმ 25 წლის და ბოლო 1 წლის მანძილზე ქონდეს უწყვეტი სამუშაო სტაჟი საქართველოში.

თიბისი დაზღვევაში სესხის შენატანის დაზღვევის , ისევე როგორც იპოთეკური, სამომხმარებლო, ავტოსესხისა და განვადების დაზღვევის შეძენა უკვე ონლაინ, თიბისი დაზღვევის ვებგვერდზე არის შესაძლებელი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100