სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აშშ–ში რუზველტის კოტეჯი დაიწვა

ჯორჯიის შტატის ქალაქ უორმ–სპრინგში მთლიანად დაიწვა კოტეჯი, რომელშიც აშშ–ს პრეზიდენტად არჩევამდე ფრანკლინ დელანო რუზველტი ცხოვრობდა. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის შრომის სამინისტრო ავრცელებს.

ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია. ადგილობრივი სამართალდამცველების ვერსიით, კოტეჯს, შესაძლოა, მეხი დაეცა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა.

აღნიშნული კოტეჯი ამერიკაში ,,მაკკარტის სახლის“ სახელთაა ცნობილი. ის 1927 წელს ააშენეს. ამ ქალაქში აშშ–ს ყოფლი პრეზიდენტი სარეაბილიტაციო ცენტრში, პოლიომელიტის სამკურნალოდ ჩამოვიდა, რომლითაც ის 1921 წელს დასნეულდა. რუზველტს ქალაქი ძალიან მოეწონა და სარეაბილიტაციო ცენტრთან ახლოს კოტეჯი ააშენა.

აღნიშნულ კოტეჯში რუზველტი აშშ–ს პრეზიდენტად არჩევამდე, 1932 წლამდე ცხოვრობდა. მას შემდეგ სახლი კანადელმა ბიზნესმენმა ლეიტონ მაკარტიმ შეიძინა, სადაც ის ოჯახთან ერთად 1970 წლამდე ცხოვრობდა. სწორედ მისი სახელი დაერქვა კოტეჯს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100