სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლიბიელი აჯანყებულები ფინანსურ კრიზისს განიცდიან

ლიბიელი ამბოხებულები ფინანსურ კრიზისს განიცდიან. ისინი ფინანსური დახმარების პირობის არშესრულებაში დასავლეთს ადანაშაულებენ.

ამის შესახებ სააგენტო "როიტერს", ამბოხებულთა ხელისუფლების ნავთობისა და ფინანსთა მინისტრმა ალი ტარხუნიმ განუცხადა.

,,ჩვენ აღარ გვაქვს ფული. ყველა რესურსი გვეწურება. დასავლეთის ქვეყნებს ეს არ ესმით ან მათთვის სულ ერთია", - განაცხადა ამბოხებულმა ალი ტარხუნიმ.

ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ ამბოხებულები არ აპირებენ მუამარ კადაფის რეჟიმის წინააღმდეგ დაწყებული შეიარაღებული წინააღმდეგობის შეწყვეტას და "თავად ეცდებიან გამოძებნონ გზა პრობლემების გადასაჭრელად".

ამბოხებულთა ხელისუფლების ნავთობისა და ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ისინი სამოქალაქო ომის შედეგად დაზიანებული ნავთობმომპოვებელი მრეწველობის აღსადგენად მოლაპარაკებებს ისეთ დასავლურ ნავთობკომპანიებთან აწარმოებენ, როგორციაა გერმანული "Wintershall"-ი და ფრანგული "Total"-ი .

ამბოხებულები, ასევე, გამორიცხავენ კადაფის მთავრობასთან რაიმე სახის მოლაპარაკებების დაწყებას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100