სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დიქსონის სეტი GEM fest-ისგან...

გერმანელი პროდიუსერი და დიჯეი, საკუთარი ლეიბლის მფლობელი, დიქსონი თბილისში 13 ნოემბერს დაუკრავს. ივენთის ორგანიზატორია GEM fest-ის ჯგუფი.

ანაკლიაში 30 ივლისიდან 7 აგვისტოს ჩათვლით ქართული ელექტრონული მუსიკის ფესტივალი ტარდება, რომლის ფარგლებშიც 5 სცენაზე უამრავი მსოფლიო დონის დიჯეი გამოდის. 31 ივლისს ოფიციალური გახსნაა, სადაც არმინ ვან ბიურენი დაუკრავს.

მანამდე კი ორგანიზატორები ფესტივალთან დაკავშირებით საინტერესო შეთავაზებას ავრცელებენ. კერძოდ, დიქსონის კონცერტზე დასასწრებ ბილეთს საჩუქრად მიიღებს ის, ვინც GEM fest-ის Full house პაკეტს შეიძენს.

რაც შეეხება თავად დიქსონს - უამრავი ცნობილი კომპოზიციისა და რემიქსის ავტორია. ასევე გზა გაუკვალა არაერთ ცნობილ არტისტს გერმანიაში, მათ შორის გეორგ ლევინსა და კლარა ჰილსს.

თავად დიქსონი, ჰაუსის გარდა, რომელიც მის ძირითად ჟანრად მიიჩნევა, დაინტერესებულია მუსიკის სხვა მიმართულებებიტაც, კერძოდ, თანამედროვე სოულით, რეგეითა და როკითაც კი. დიქსონმა ძალები სიმღერების შექმნაშიც მოსინჯა.

როგორც პროდიუსერი, თავიდანვე აქტიურობდა და მსოფლიოს მასშტაბით მოგზაურობდა, რომ ახალი დიჯეები აღმოეჩინა, რომელთაც ბერლინურ კლუბებში დაკვრის საშუალებას მისცემდა. თავიდან თავადაც, კვირაში ერთხელ, ერთ-ერთ ბერლინურ კლუბში დაკვრით დაიწყო, თუმცა მისი კარიერია, წლების განმავლობაში, უფრო მეტად ვითარდებოდა. დღეს, პრესტიჟული საიტის, resident advisor-ის მონაცემებით, ბოლო ორი წელია საუკეთესო დიჯეიდ არის აღიარებული.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100