UNICEF-ის წარმომადგენელი - ღაზაში უსაფრთხო ზონების შექმნა შეუძლებელია
ღაზაში უსაფრთხო ზონების შექმნა შეუძლებელია, - ამის შესახებ გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელმა, ჯეიმს ელდერმა განაცხადა.
„ე.წ. უსაფრთხო ზონები მეცნიერული არ არის, არ არის რაციონალური, შეუძლებელია მათი განხორციელება და ვფიქრობ, ხელისუფლებამ ამის შესახებ იცის“, - განაცხადა ჯეიმს ელდერმა.
გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ უსაფრთხო ზონები საკვებით, სასმელი წყლითა და მედიკამენტებით უნდა იყოს უზრუნველყოფილი. ჯეიმს ელდერმა, რომელმაც ღაზაში ერთი კვირა გაატარა, აღნიშნა, რომ ზემოთ აღნიშნული საარსებოდ აუცილებელი პირობების გარეშე ღაზაში სხვადასხვა დაავადებების გავრცელებაა მოსალოდნელი.
კომენტარი