მოსკოვს ცრემლების არ სჯერა და 5 მარტის მიტინგს აანონსებს
მანეჟის მოედანზე შეკრებილ ასი ათასამდე ადამიანს ნამდვილად სჯეროდა ვლადიმირ პუტინის ცრემლების გულწრფელობის, როცა როგორც რუსეთის ცესკოს, ასევე ეგზიტპოლის მონაცემებითაც უკვე გაპრეზიდენტებული ვლადიმირ პუტინი მათ წინაშე წარსდგა და ცრემლები ვეღარ დამალა.
მაგრამ მოსკოველთა და არამარტო მოსკოველთა ნაწილმა პირდაპირ ეთერში გადაცემული ეს კადრი ფოტოდ აქცია, ინტერნეტში გაავრცელა და თან დაასათაურა კიდეც: „მოსკოვს ცრემლების არ სჯერა. მიტინგი 5 მარტს, 19.00 საათზე, პუშკინის მოედანზე“. ინფორმაციას მიტინგის ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ კიდევ ერთი, აუცილებელი ცნობა ახლავს თან: „მიტინგი შეთანხმებულია“.
შეგახსენებთ, რომ წინასწარი მონაცემებით, რუსეთში დღეს ჩატარებულ არჩევნებზე, რუსეთის ფედერაციის ცესკოს მონაცემებით, ვ. პუტინმა 61,75%; გენადი ზიუგანოვმა 17, 88%; ვლადიმირ ჟირინოვსკიმ 8,01%; მიხეილ პროხოროვმა 7,57%; სერგეი მირონოვმა კი 3,68% მიიღო.
კომენტარი