სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ილია ჭავჭავაძის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი (ვიდეო)

საგურამოში ილია ჭავჭავაძის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდი ილია მართლის სახელობის ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აღავლინა.

პარაკლისს საგურამოს ეკლესიაში საქართველოს შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი დაესწრნენ. ტაძარში ასევე იმყოფებოდნენ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები, ბიზნესმენი ლევან ვასაძე და სამეფო გვარის შთამომავლები დავით და უგო ბაგრატიონები. უწმინმდესმა ქადაგებისას ახალი ხელისუფლება დალოცა და ისურვა, ღმერთმა ბევრი სიკეთე გააკეთებინოთ.

დღეს ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 176 წელი შესრულდა. ილია ჭავჭავაძის იუბილე საგურამოში უკვე მეთერთმეტე წელია აღინიშნება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100