სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ხელისუფლებამ ევროპული გზა გაგვიყინა - პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ საქართველო 100 დღეში გაიმარჯვებს. როგორც სალომე ზურაბიშვილმა ახალი სამოქალაქო მოძრაობის "აირჩიე ევროპის" პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საქართველოს ხელისუფლებამ ევროინტეგრაციის პროცესი გაყინა.

მეტიც, პრეზიდენტს არ მორიდებია პირდაპირ ეთქვა, რომ ხელისუფლებას ქვეყნის მომავალი უზურპირებული აქვს.

მისი თქმით, დღეს საქართველოში საზოგადოება არის ერთ მხარეს და მეორე მხარეს არის ხელისუფლება.

დღეს ჩვენ არ გვექნება ჩვეულებრივი არჩევანი. ეს არის ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ქვეყნის მომავლის არჩევანი. ამ რეფერენდუმში საზოგადოება არის ერთ მხარეს და მეორე მხარეს არის ხელისუფლება, რომელმაც გაუკეთა ჩვენ მომავალს უზურპაცია. არ შეიძლება ჩვენ ამაზე დავთანხმდეთ. აქ საჭიროა, რომ გავერთიანდეთ, შევასრულოთ ის ქარტია, რომელსაც ყველა პარტიამ ხელი მოაწერა. ცოტა დრო იქნება არჩევნების მერე იმისთვის, რომ შევასრულოთ ის ყველაფერი, რაც იქ წერია. ცოტა დრო გვაქვს იმისთვის, რომ გაყინული მდგომარეობიდან გამოვიდეთ და პარტნიორებს დავუბრუნდეთ და მათ დავაჯეროთ, რომ ჩვენ დავუბრუნდით ჩვენ გზას და ხელახლა გაგვიხსნან ყველა კარი, რაც დღეს ნახევრად მიხურულია.

ეს არის ჩვენთვის გარდაუვალი ამოცანა. სხვა გზა, ალტერნატივა არ გვაქვს. ვართ ძალიან ბევრნი, ვართ ძალიან ერთიანი და საქართველო გაიმარჯვებს", - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

რაც შეეხება ახალ სამოქალაქო მოძრაობას, ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტის თქმით, ქართველმა ხალხმა ევროპული არჩევანი დიდი ხნის წინ გააკეთა. სალომე ზურაბისვილმა მომედების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ საზოგადოებამ 100 დღეში საკუთარი სათქმელი უნდა თქვას.

"ავირჩიოთ ევროპა" (ახალი მოძრაობის სახელწოდება) - მე მგონი უკვე ავირჩიეთ ევროპა, თანაც დიდი ხანია. საქართველო თავისის ისტორიის ყველა მონაკვეთზე ირჩევს განვითარების, თავისუფლების, დემოკრატიის გზას და ეს არის ევროპული გზა. ევროპული ღირებულებები, პირველ რიგში, ქართული ღირებულებებია, ამიტომ გვიადვილდება ჩვენ, რომ ევროპისკენ ვიაროთ. დღეს ეს გზა გაიყინა, გაგვიყინა ეს გზა ამ ხელისუფლებამ, რომლითაც ამით ქვეყნის კონსტიტუციას გადაუხვია, უარი უთხრა საკუთარ ამომრჩეველს. მე ვიყავი ნაწილი იმ კამპანიის, რომელმაც "ოცნება" მოიყვანა სათავეში. ყველა ეს კამპანია იყო იმაზე აგებული, რომ ჩვენ ევროპული სახელმწიფო აგვეშენებინა. გადაუხვიეს ამ გზას და ჩვენ გაგვყინეს. დღეს ნატოს სამიტზე რაც ხდება, ის განცხადებები რაც გაკეთდა, შეწყვეტილი დახმარება, არის ძალიან სერიოზული საფრთხე ამ ქვეყნისთვის. დარჩა ცოტა დრო, 100 დღე. 100 დღე ცოტაც არის და ბევრიც არის იმისთვის, რომ საზოგადოებამ თქვას თავისი სათქმელი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100