სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოში 26 გრაუსამდე დათბება - აი, როგორ ამინდს პროგნოზირებენ სინოპტიკოსები

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2 მარტიდან 6 მარტამდე საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა 2 მარტს დღის საათებში +12, +17 გრადუსის ფარგლებში იქნება, ხოლო 3-6 მარტს დასავლეთ საქართველოს დაბლობში +21, +26, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +17, +22 გრადუსამდე მოიმატებს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღეს, 2 მარტს +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 3-6 მარტს +19, +21 გრადუსამდე მოიმატებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100