სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„არგუს კასპიის - შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფანი 2015“

16-17 სექტემბერს, ბათუმში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და საქართველოს რკინიგზის მხარდაჭერით, ჩატარდება კონფერენცია „არგუს კასპიის - შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფანი 2015“.

ღონისძიების პარტნიორებია: საქართველოს უმსხვილესი სატრანსპორტო-ლოგისტიკური კომპანიები, Georgia Transit, Petrocas Energy Group, Batumi Sea Port, Batumi Oil Terminal, Caspian Transit и GR Trans Line.

ფორუმის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს ნავთობისა და სატრანსპორტო-ლოჯისტიკური მსხვილი კომპანიების წარმომადგენლები, მათ შორის, ნავთობ გადამამუშავებელი ქარხნების 120-ზე მეტი დელეგატი და აგრეთვე საწვავის მომხმარებლები საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, ბულგარეთიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან, თურქეთიდან, რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.


კონფერენციაზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

· სატრანსპორტო კორიდორის განვითარება ეკონომიკური ტურბულენტობის პირობებში;

· სატრანზიტო რეგიონალური ვალუტის დევალვაციისა და ბიზნეს-აქტიურობის დაქვეითება;

· რეგიონში ჩამოსასხმელი ნავთობ-პროდუქტების მოზიდვა სატრანზიტო მარშრუტების გადანაწილების ფონზე.


კომპანიების წარმომადგენლები მონაწილეებს გააცნობენ ახალ ინიციატივებს და პროექტებს, რომლებიც უკავშირდება სატრანზიტო კორიდორის მნიშვნელოვნების შენარჩუნების საკითხს. აღნიშნული საკითხი წარმოადგენს კასპიის-შავი ზღვისპირეთის რეგიონში მნიშვნელოვანი ეკონომიკური ურთიერთქმედების ფაქტორს. მაგალითად, ბაქო-თბილისი-ყარსისრკინიგზა, ახალი ტერმინალები საქართველოში, აზერბაიჯანსა და ყაზახეთში. კონფერენცია ზემოხსენებით გამოვლენს საქართველოსა და აზერბაიჯანის რკინიგზის წარმოამდგენლები, ასევე საქართველოსა და უკრაინის საზღვაო ადმინისტრაციების წევრები, სატრანსპორტო და სატვირთო კონპმანიების დელეგატები.

ფორუმის მეორე დღეს კონფერენციის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ ეწვიონ „კაზტრანსოილის“კომპანიის ბათუმის ნავთობ-ჩამოსასხმელ ტერმინალს, ასევე კომპანიის Petrocas Energy Group-ის ფოთის ნავთობ ჩამოსასხმელ ტერმინალს, სადაც ნავთობისა და ნავთობ პროდუქტების უმეტესი ნაწილი იტვირთება.

კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება ინსპექტირების სფეროში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის ლაბორატორიის და ექსპერტიზის SGS მიღწევები, რომლებიც მაქსიმალურად უზრუნველყოფენ ნავთობისა და ნავთობ-პროდუქტების ხარისხის კონტროლს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100