ჯანმრთელობის რა პრობლემებს იწვევს მაღალი ქუსლი და როგორ დავიცვათ თავი?
მაღალ ქუსლებზე ქალი უფრო მომხიბვლელი და თავდაჯერებულია, მაგრამ ეს გარკვეულწილად პრობლემებს უქმნის ჯანმრთელობას.
ხშირად ქალბატონებს თავის ტკივილი აწუხებთ, მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე სიარული მოქმედებს კისრის არეში არსებულ ნერვულ დაბოლოებებზე და სწორედ ეს ხდება ხშირად ტკივილის გამომწვევი მიზეზი.
შეეცადეთ, არ იაროთ მაღალ ქუსლებზე მთელი დღის განმავლობაში. თუ დროის უმეტეს ნაწილს სამუშაო მაგიდასთან ატარებთ, მიეცით ფეხებს დასვენების საშუალება: გაიხადეთ ფეხზე და რამდენიმე წუთი ამოძრავეთ თითები. ეს გააძლიერებს სისხლის მოწოლას ტერფებთან და მათ მოდუნების და დასვენების საშუალებას მისცემს.
შედარებით სქელი ქუსლი ნაკლებ ზიანს აყენებს ჯანმრთელობას, ვიდრე წვრილი ქუსლი. ე.წ. შპილკა.
თუ მაღალი ქუსლის გარეშე ვერ წარმოგიდგენიათ, ტერფი სიმაღლეს ნელ-ნელა შეაჩვიეთ: ანუ დაიწყეთ 4-5 სმ-იანი ქუსლით და მისი სიმაღლე თანდათანობით გაზარდეთ.
ნუ დაზოგავთ ფულს ხარისხიანი ფეხსაცმლის შესაძენად!
კომენტარი