სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ხაშურში დააკავეს კაცი, რომელსაც 64 წლის ქალის გაუპატიურება ედება ბრალად

ხაშურის პოლიციამ დააკავა კაცი, რომელსაც 64 წლის ქალის გაუპატიურება ედება ბრალად - ამის შესახებ ინფორმაციას რადიო "მოზაიკა" ავრცელებს.

მედიის ცნობით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა კაცმა 64 წლის ქალის გაუპატიურება სცადა, შემდეგ კი, ფული და ტელეფონი წაართვა. არსებული ინფორმაციით, 64 წლის ქალს ექიმების დახმარება დასჭირდა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

გამოცემის ცნობით, საქმეზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100