სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თბილისში პოლონელი ტურისტის დაჭრაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

თბილისში პოლონელი ტურისტის დაჭრაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა. ამის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მიიღო. შემთხვევა 5 ივლისს მოხდა.

მოძალადე, ჰომოფობიური აქციის მონაწილეების მიერ დაჭრილი ტურისტის მდგომარეობა სტაბილურია. ის მკურნალობას ალადაშვილის კლინიკაში აგრძელებს. ექიმის განცხადებით, ოპერაციების შემდეგ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული 5 ივლისს, სრულიად უმიზეზოდ თავს დაესხა პოლონელ ტურისტს და მოკვლის მიზნით მას სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა.

გიორგი ხმალაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მეორე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 13 წლიდან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100