1 დღეში 1 კილოგრამი
ბრინჯი, როგორც ცნობილია, ძალიან სასარგებლოა ორგანიზმისთვის. თუ ჩაიტარებთ ბრინჯით განტვირთვას, 1 დღეში 1 კილოგრამს დაიკლებთ. რაშია საიდუმლო სწრაფი გახდომის? ბრინჯი-ბუნებრივი ანტიოქსიდანტია. მას შესანიშნავად გამოყავს ორგანიზმიდან წყალი და ტოქსინები, რის გამოც იგი ითვლება გასახდომ პროდუქტად.
რეცეპტი განტვირთვის დღისთვის ძალიან მარტივია: თქვენ მთელი დღის განმავლობაში უნდა მიირთვათ 150გრ. ბრინჯი და დალიოთ წყალი ან გაზგასული მინერალური წყალი განუსაზღვრელი რაოდენობით. უკეთესი იქნება თუ ბრინჯს მიირთმევთ მაშინ, როცა შიმშილის გრძნობა შეგაწუხებთ. განტვირთვისთვის იდეალურია ყავისფერი ბრინჯი, მაგრამ თუ არ გაქვთ, შეგიძლიათ ჩვეულებრივი ბრინჯი გამოიყენოთ. ახლა როგორ მოვამზადოთ ბრინჯი: განტვირთვის წინა დღეს, საღამოს, დავალბოთ 150გრ. ბრინჯი ცივ წყალში. დილით დამბალი ბრინჯი გავრეცხოთ და მოვხარშოთ ნელ ცეცხლზე(პროპორცია ბრინჯის და წყლის-1:2). უნდა მიირთვათ მარილისა და შაქრის გარეშე.შეგიძლიათ გემოსა და არომატისთვის დაამატოთ ცოტაოდენი მწვანილი ლიმონის წვენით. წყალი უმჯობესია დალიოთ ბრინჯის ჭამიდან 1 საათის შემდეგ, ხოლო შუალედებში რამდენიც გინდათ იმდენი წყალი მიიღეთ. ასეთ განტვირთვის დღეებს, კვირაში ერთხელ მაინც თუ ჩაიტარებთ, თქვენ არამარტო დაიკლებთ წონაში, არამედ გაიწმენდთ ორგანიზმს ტოქსინებისა და შლაკებისაგან. შედეგად კი მოხდენილი გარეგნობა და ჯანმრთელობა გარანტირებული გექნებათ!
კომენტარი