ვანო მერაბიშვილი: შსს არა ძალოვანი უწყება, არამედ სერვის-სააგენტოა
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი ქართველ კოლეგა ვანო მერაბიშვილს კიევში ჩასვლასა და მის მიერ განხორციელებული რეფორმების გაზიარებას სთხოვს.
შესაბამისი წინადადებით უკრაინის ძალოვანი უწყების ხელმძღვანელმა მერაბიშვილს უკრაინის პირველი ნაციონალური არხის მეშვეობით მიმართა, რომელსაც საქართველოს შს მინისტრმა ინტერვიუ მისცა.
"სიამოვნებით ჩამოვალ უკრაინაში. პირადად შევხვდები თქვენს კოლეგებს და მოხარული ვიქნები, თუკი იმ საკითხების გადაწყვეტაში დაგეხმარებით, რაც თქვენ გაინტერესებთ. ამასთან, მინდა, გითხრათ, რომ საქართველოში გატარებული რეფორმები არ არის უნივერსალური, რადგან ყველა ქვეყანას თავისი სპეციფიკა აქვს", - განმარტა მერაბიშვილმა, რომელიც უკრაინული არხის ეთერში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეზოდან ჩაერთო.
ამასთან, მერაბიშვილის თქმით, "საქართველოში დღეს ყველაზე არაპოპულარული ყოფილი პოლიციელია (რადგან მათი მუშაობის დროს პოლიციის რეიტინგი 10 % იყო), შინაგან საქმეთა სამინისტრო კი არა ძალოვანი უწყება, არამედ სერვის-სააგენტოა".
კომენტარი