გიორგი მამარდაშვილი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მეკარე გახდა
გერმანულმა ინტერნეტსააგენტო "ტრანსფერმარკტმა" ფეხბურთელების განახლებული ფასები გამოაქვეყნა.
განახლებული მონაცემების მიხედვით, საქართველოს ნაკრებისა და "ვალენსიას" კარის დარაჯი, გიორგი მამარდაშვილი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მეკარეა. "ჯვაროსნების" მეკარის სატრანსფერო ფასი ამჟამად 45 მილიონ ევროს შეადგენს.
ცნობისთვის, გიორგი მამარდაშვილი ევროპის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა და რჩეულ მოთამაშეთა შორის საუკეთესო შეფასება მიიღო – ასეთია სტატისტიკის ვებგვერდის whoscored.com-ის შეფასება.
საქართველოს ნაკრების მეკარემ ევრო 2024-ზე ოთხი მატჩი ჩაატარა. საერთაშორისო ანალიტიკურმა პორტალმა მამარდაშვილს საშუალო შეფასება 7,8 ქულა დაუწერა, რაც სიმბოლურ გუნდში მოხვედრილთა შორის საუკეთესო მაჩვენებელია.
ქულებით მეორე ადგილზე (7,7) ესპანეთის ნაკრების შემეტვი ნახევარმცველი დანი ოლმოა, ხოლო მესამე-მეხუთე ადგილებს ერთნაირი (7,6) ქულებით ლამინე იამალი (ესპანეთი), ფაბიან რუიზი (ესპანეთი) და კოდი გაპკო (ნიდერლანდები) ინაწილებენ.
კომენტარი