სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

3 ათასამდე მედიკამენტი რეცეპტით გაიყიდება - აი, რას ამბობს სერგეენკო?

დიდი იმედი მაქვს, ოდესმე საზოგადოება ნაწილობრივ მაინც აღიარებს, რომ ეს ნაბიჯი სწორი იყო, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ იმ გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა, რომლის თანახმად, 3 ათასამდე მედიკამენტი პირველი სექტემბრიდან რეცეპტით გაიყიდება.
როგორც გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში მინისტრმა აღნიშნა, პაციენტთა უმრავლესობა მომავალში მიხვდება, რომ ცეცხლს ეთამაშებოდა თვითმკურნალობითა და წამლების არადანიშნულებისამებრ გამოყენებით.
"ეს არის ერთადერთი სწორი გზა, რომელიც ჯდება ჯანდაცვისა და კლინიკური მედიცინის ლოგიკაში, ერთადერთი გზა იმისათვის, რომ ადამიანებმა იცხოვრონ უფრო დიდხანს და ჯანმრთელად", - მიაჩნია სერგეენკოს.
ამასთან, მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სააფთიაქო ნარკომანია იყო აბსოლუტურად უკონტროლო, ამავდროულად კი მინისტრის შეფასებით, ოჯახის ექიმისა და საზოგადოდ ექიმის ინსტიტუტი დევალვირებულია, ღირებულება აქვს დაკარგული, მიშვებული იყო თავისუფალი ბაზრის პრინციპებზე, რაც სისტემური შეცდომაა.
1-ელი სექტემბრიდან 3 ათასამდე წამალი აფთიაქიდან რეცეპტით გაიცემა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100