ტრამპის ისტორიული დაბრუნება - შტატების 47-ე პრეზიდენტი მილოცვებს მთელი მსოფლიოდან იღებს
ტრამპის ისტორიული დაბრუნება. ამერიკის ისტორიაში ტრამპი მეორე პრეზიდენტია, რომელმაც თეთრი სახლი ერთი ვადის გამოტოვებით დაიკავა და ყველაზე ასაკოვანი კანდიდატი, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნები მოიგო. ასევე პირველი პრეზიდენტია, რომელიც შეერთებული შტატების პირველი პირის სავარძელს ბრალდებულის სტატუსით დაიკავებს. თუმცა ეს ყველაფერი რესპუბლიკელი კანდიდატისთვის ბარიერი არ აღმოჩნდა. ტრამპმა ჰარისს დამაჯერებლად მოუგო.
შტატების 47-ე პრეზიდენტი მილოცვებს მთელი მსოფლიოდან იღებს. ის თეთრ სახლს 20 იანვრიდან დაიკავებს, რის შემდეგაც იმ დაპირებების სისრულეში მოყვანა მოუწევს, რომლითაც ამერიკელების უმრავლესობის ნდობა მიიღო. 78 წლის რესპუბლიკელი პრეზიდენტი ამერიკას ოქროს ხანას პირდება. ასევე გადასახადების შემცირებას და მკაცრ საემიგრაციო პოლიტიკას. მე არ დავიწყებ ომს - მე მათ დავასრულებ - ეს იყო ტრამპის ერთ-ერთი ძირითადი გზავნილი არჩევნებში გამარჯვების შემდეგ.
კომენტარი