სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"მიშამ 2007 წელს 2000 დოლარი დაუნიშნა ერთი წლის განმავლობაში, ამათმა კი "პასტები" აჩუქეს" - ცოტნე გამსახურდია

ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"ჩემი ბიძაშვილი არის მათემატიკის პროფესორი, რამდენიმე უნივერსიტეტის ლექტორი, საქართველოს მათემატიკური ნაკრების ხელმძღვანელი. დღეს მიყვება:

მგონი, 2007 წელს ერთი ოქროს მედალი მოვიპოვეთ და მსოფლიოში 26 ადგილზე გავედითო; აქ რომ დავბრუნდით, მიშამ ნაკრების მთელ ხელმძღვანელობას 2,000 დოლარი ხელფასი დაუნიშნა ერთი წლის განმავლობაშიო.

შარშან საქართველოსთვის რეკორდული 12-ე ადგილი ვაჩვენეთ და რომ დავბრუნდით, ამათ "პასტა" კალმები გვაჩუქესო.

ჰო, მიშისტი არასდროს ყოფილა, პირიქით, ჩემი ამბის გამო მთელი ოჯახი ნაციონალების წინააღმდეგი იყო..."

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100