სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს პრეზიდენტის უფროსი ვაჟი გინესის რეკორდსმენი გახდა

საქართველოს პრეზიდენტის უფროსი ვაჟი გინესის რეკორდსმენი გახდა. ედვარდ სააკაშილმა რეკორდი თანამედროვე ტექნოლოგიებში დაამყარა.

მან მარჯვენა ხელით iPad-ზე ინგლისური ანბანი ყველაზე სწრაფად აკრიფა. ამისათვის მას 5,26 წამი დასჭირდა.

წინამორბედის მაჩვენებელი მან თითქმის წამნახევრით გააუმჯობესა. წინა რეკორდი 2010 წლის 27 ივლისს ბრიტანეთში დამყარდა.

პრეზიდენტის ვაჟი პირველი ქართველია, რომელმაც აღნიშნულ სფეროში რეკორდი დაამყარა.

პროცესს გინესის რეკორდების ოფისის ლიცენზირებული მსაჯი ესწრებოდა.

ედვარდ სააკაშვილმა რეკორდი თანამედროვე ტექნოლოგიებში ბათუმის იუსტიციის სახლში დაამყარა და მას შესაბამისი სერთიფიკატი გადაეცა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100