სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გარდაცვლილი ფოტოგრაფის ძმა მადლობას საჯაროდ იხდის

25 წლის ასაკში, ავარიის შედეგად გარდაცვლილ ფოტოგრაფს ირაკლი ღუღუნიშვილს თითქმის მთელი თბილისი გლოვობს. მუდმივად მხიარული და მეგობრული ირაკლის ამ ქვეყნიდან წასვლამ ბევრს დაგვწყვიტა გული. ყველა იმ ადამიანს ვინც ირაკლის ოჯახისა და მეგობრების გამხნევებას ცდილობს, ირაკლის ტყუპისცალმა ძმამ ლასა ღუღუნიშვილმა ფეისბუქის მეშვეობით მიმართა.

„მეგობრებო, მინდა ძალიან დიდი მადლიერება გამოვხატო თითოეული თქვენთაგანის მიმართ. ძალიან ბევრი წერილი მომდის, უამრავი ხალხის გულის ტკივილი და თანაგრძნობა. უამრავი უცნობის და ნაცნობის წერილი, ძალიან მინდა ყველას სათითაოდ გიპასუხოთ უბრალოდ შეუძლებელია (( და საჯაროდ გიხდით მადლობას. ამაყი ვარ რომ ირაკლი ჩემი ძმა არის, და მეამაყება ის რომ ამდენ ადამიანს უყვარს. მეამაყება მთელი ქვეყნის ერთიანობა და გულის ტკივილი ჩემი ძმის გამო. მიყვარხართ ყველა და კიდევ ერთხელ და მრავალჯერ ძალიან დიდი მადლობა მხარში დგომისთვის. განსაკუთრებით ჩემს მეგობრებს, რომლებიც მთელი ამ დღეების განმავლობაში გვერდიდან არ მშორდებიან და სულ ჩემთან არიან.

კიდევ ერთი საკითხი, ბევრს ჰგონია რომ მე აღარ ვიღებ, ან აღარ ვმუშაობ, პირიქით ჩემო მეგობრებო. ორმაგი ძალებით ვაგრძელებ ჩემს საქმიანობას, რომელიც ძალიან მიყვარს, მეც და ირაკლისაც. ასე რომ არ მოგერიდოთ დამასაქმეთ, დამირეკეთ. ყველაზე კარგად სწორედ საქმე გამომიყვანს ამ მდგომარეობიდან.“ - წერს ლასა ღუღუნიშვილი სოციალურ ქსელში

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100