სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„EMEA Finance“-მა თიბისი ბანკი საქართველოში 2012 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა

ჟურნალმა EMEA Finance თიბისი ბანკს 2012 წლის საუკეთესო ბანკის სტატუსი მიანიჭა. აღსანიშნავია , რომ EMEA Finance-მა პირველად 2011 წელს დაიწყო ქართული ბანკების შეფასება და იმავე წელს თიბისი ბანკმა გაიმარჯვა ამ ნომინაციაში.

“ჩვენ ძალიან გვეამაყება , რომ მივიღეთ 2012 წლის საუკეთესო ბანკის წოდება ჟურნალისგან, EMEA Finance. ეს პრესტიჟული ჯილდო არის არა მხოლოდ ბანკის ძლიერი ფინანსური შედეგების , არამედ 2012 წლის განმავლობაში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტების აღიარებაც , “ - განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

“საქართველო იმსახურებს ბანკს , რომელიც შეძლებს სწრაფი ზრდის ტემპის შენარჩუნებას. თიბისი ბანკი კი ამ კონტექსტში უდაოდ საუკეთესოა , ” აცხადებს კრისტოფერ მური , EMEA Finance ჟურნალის გამომცემელი და გენერალური დირექტორი. “ბანკების მაღალი ზრდის ტემპს ხშირ შემთხვევაში მოჰყვება გარკვეული გართულებები , რის გამოც თიბისი ბანკი მნიშვნელოვან აქცენტებს აკეთებს კაპიტალის ზრდისა და რისკების მენეჯმენტის პროცედურების მუდმივ გაუმჯობესებასა და სრულყოფაზე. ამჟამად , ბანკის უმოქმედო სესხების კოეფიციენტი მხოლოდ 1%-ს შეადგენს , რაც საქართველოში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. შესამაბისად , თიბისი ბანკი დამსახურებული გამარჯვებულია ქვეყნის საუკეთესო ბანკის ნომინაციაში , ” აცხადებს ჯურნალის გამომცემელი.

EMEA Finance არის ყოველთვიური ჟურნალი , რომელიც ფოკუსირებულია ევროპის , შუა აზიისა და აფრიკის ფინანსურ ბაზრებზე. 2008 წელს პირველად გამოიცა EMEA Finance , რის შემდეგაც ფინანსურ წრეში წამყვან პოზიციებზე მყოფი აუდიენციისათვის ინფორმაციის ძირითად წყაროდ იქცა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100