სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

6 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
მეტი დრო გაატარეთ ახლობლების, თანამოზრეების, თანაგუნდელების გარემოცვაში. შეიძლება მათ თქვენი დახმარება დასჭირდეთ და უარი არ უთხრათ.

კურო
მეტად ოპრატიული და კომუნიკაბელური უნდა იყოთ. მოსალოდნელია მიმოსვლა. კარგი დღეა კოლეგებთან შესახვედრად და მიმდინარე საკითხების გასარკვევად.

ტყუპი
მეტი დრო დაუთმეთ სპორტს, საოჯახო საქმეების მოგვარებას. აქტიური ხართ და ეცადეთ, აგრესიულობაში არ გადაგივიდეთ.

კირჩხიბი
კოლეგებთან ერთად დაასრულეთ დაწყებული პროექტები. დღეს შეიძლება სხვების კეთილდღეობაზე ზრუნავდეთ და საკუთარი თავი "დაგავიწყდეთ".

ლომი
დღეს გვერდზე უნდა დადგეთ და სხვებს მისცეთ თავის გამოვლენის საშუალება. მეტი ყურადღება დაუთმეთ ჯანმრთელობას. ახლობლობა შეიძლება მყარ მეგობრობაში გადაიზარდოს.

ქალწული
სანამ ახალ საქმეებს შეეჭიდებით თქვენი ფიზიკური და ფსიქოლოგიური შესაძლებლობები გადაამოწმეთ. გაფრთხილდით, დამარცხებამ შეიძლება დეპრესია და გაღიზიანება მოგიტანოთ.

სასწორი
დღეს თქვენთვის ყველა კარი ღია და რთულ გზაზეც კი არ გელით შეფერხება. კარგი დღეა ქალაქგარეთ გასამგზავრებლად, მოგზაურობის დასაწყებად.

მორიელი
ემოციებით აღსავსე დღე ელით ექსტრემალური სპორტის მოყვარულებს. საქმიანი ნიშნები დიდ სარგებელს ნახავენ ახალი პროექტისგან, შეკვეთისგან.

მშვილდოსანი
ეცადეთ, არავინ აგიყოლიოთ კამათში. მეტად გამოავლინეთ იუმორის გრძნობა. ჩაერთეთ სპორტულ თამაშებში.

თხის რქა
მეტი დრო დაუთმეთ სამსახურის საქმეების მოგვარებას. არ გაერიოთ რთულ, სარისკო სიტუაციებში. გაფრთხილდით, მოსალოდნელია მცირე ტრავმები.

მერწყული
კარგი დღეა ფიზიკური და გონებრივი აქტიურობისთვის. მეტად გამოავლინეთ ინიციატივა. საშუალება მოგეცემათ გამოავლინოთ ავტომობილის (მოტოციკლეტის) მართვის ნიჭი.

თევზები
მოერიდეთ გაღიზიანებულ ადამიანებთან კონფლიქტს. მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო ვალდებულებების შესრულებას. ნუ წამოიწყებთ კამათს წვრილმანების გამო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100