სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ფლეიბოის მოდელის სკანდალის შემდეგ ხათუნა და ზურა ისევ ერთად არიან

მარაო რუსთავი 2-ის გადაცემა „ერთგულების ტესტში“ ზურა ხაჩიძისა და მისი მეუღლის ხათუნა ჟორდანიას მონაწილეობის შემდეგ მათი ოჯახი განხილვის საგანი გახდა.

მართალია ზურამ სექსუალურ ლამაზმანთან დროის გატარების ცდუნებას ვერ გაუძლო, მაგრამ ხათუნასა და ზურას ურთიერთობა ამ ფაქტს არ დაუზარალებია, რაზეც ხაჩიძის დაბადების დღის ფოტოები მოწმობს, სადაც ცოლ-ქმარი ბედნიერი და ღიმილიანი სახეებით უმშვენებენ ერთმანეთს გვერდს.

გადაცემა ერთგულების ტესტის გარშემო ატეხილ ხმაურს კი გუშინ საღამოს პირად ფეისბუქ გვერდზე გამოეხმაურა თავად ზურაც.ღმერთმა შეგინდოთ ვინც გამლანძღეთ და დიდი მადლობა ვისაც გიყვარვართ!!!“ - წერს ზურა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100