ანჯელინა ჯოლიმ აღიარა, რომ თავს ლამაზ ქალად არ თვლის
ჰოლივუდის ვარსკვლავმა ანჯელინა ჯოლიმ, მიუხედავად იმისა, რომ სულ ცოტა ხნის წინ შეხვდა ბიჭს, რომელსაც მისი სახე ჰქონდა ამოტვიფრული სხეულზე, ისაუბრა იმ კომპლექსებზე, რომელიც ვიზუალის გამო აქვს. მან Urbanette-თან ინტერვიუში ისიც განაცხადა, რომ თავს ლამაზ ქალად არასდროს მიიჩნევდა."ღმერთო ჩემო, მე ყოველთვის ვებრძვი დაბალ თვითშეფასებას! მეჩვენება, რომ ეს ყველასთან ხდება. საკუთარ თავთან უამრავი პრობლემა მაქვს, უცნაურად ვუყურებ. ზოგჯერ მეჩვენება, რომ სასაცილო თოჯინას ვგავარ. მხოლოდ მაშინ ვგრძნობ თავს გამორჩეულად, როდესაც სახლში დაბრუნებულს ჩემი შვილები ჩახუტებით მეგებებიან" - განაცხადა ჯოლიმ.
კომენტარი