სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კომპანია „სოკარის“ ინიციატივა პანდემიის დასამარცხებლად

კომპანია „სოკარს“ პანდემიის დამარცხებაში საკუთარი წვლილი შეაქვს და ვაქცინაციის პოპულარიზაციისთვის თანამშრომლებს წამახალისებელ აქციას სთავაზობს. #ვაქცინაგვიცავს - ამ ჰეშთეგის ფარგლებში უკვე არაერთი კამპანია მიმდინარეობს, რომელთაც დღეიდან „სოკარის“ ინიციატივაც დაემატება.

2021 წლის პირველ ოქტომბრამდე, კომპანია „სოკარის“ ნებისმიერ თანამშრომელს შეუძლია კოვიდ პასპორტის ასლი სპეციალურად შექმნილ ელექტრონულ ფოსტაზე გადაგზავნოს და 1 000 ლარის მოგების შანსი მიიღოს. გათამაშება 15 ოქტომბერს შედგება და 45 გამარჯვებული გამოვლინდება.

„სოკარის“ მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, მონაწილეობის საშუალება კომპანიის გუნდის ყველა თანამშრომელს ექნება. იმისათვის, რომ „სოკარში“ დასაქმებულებმა 1 000 ლარის მოგების შანსი მიიღონ, საჭიროა ვაქცინის ორივე დოზით აიცრან.

წამახალისებელი აქცია მიზნად ვაქცინაციის პროცესის დაჩქარებას ისახავს. კომპანია „სოკარში“ მიაჩნიათ, რომ ვაქცინაცია ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დასაცავად აუცილებელია. ამიტომ, კომპანია მოუწოდებს ყველას, აიცრან და გაუფრთხილდნენ როგორც საკუთარ თავს, ისე - გარშემო მყოფ ადამიანებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100