სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

Moody’s -მა თიბისი ბანკის საკრედიტო რეიტინგი გააუმჯობესა

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ, „Moody’s Investors Service“-მა თავის სარეიტინგო სისტემაში თიბისი ბანკის საკრედიტო რეიტინგი გააუმჯობესა. კერძოდ, ადგილობრივ ვალუტაში თიბისი ბანკის დეპოზიტების რეიტინგი გაიზარდა Ba3-დან Ba2-მდე, უცხოური ვალუტაში კი - B1-დან Ba3-მდე. განახლებული რეიტინგების სამომავლო პერსპექტივა სტაბილურია.

ხსენებული ცვლილება უკავშირდება 2017 წლის 11 სექტემბერს Moody’s-ის მიერ საქართველოს სამთავრობო ობლიგაციების რეიტინგის გაზრდას სტაბილური Ba3 ნიშნულიდან სტაბილურ Ba2-მდე.

„მუდის კორეპორეიშენი“ (NYSE: MCO) კაპიტალის საერთაშორისო ბაზრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. მისი სარეიტინგო, კვლევითი და ანალიტიკური საქმიანობა ხელს უწყობს ფინანსური ბაზრების გამჭვირვალობას. „მუდის კორეპორეიშენის“ შვილობილი Moody’s Investors Service წარმოადგენს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს, რომლის კვლევების სფერო მოიცავს სავალო ინსტრუმენტებსა და ფასიან ქაღალდებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100