სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საინტერესო ფაქტები კოცნაზე..

საინტერესო ფაქტები კოცნაზე:

ფილემატოლოგია – დისციპლინა, რომელიც კოცნის ფიზიოლოგიურ– ფსიქოლოგიურ ფუნდამენტალურ მახასიათებლებს შეისწავლის.

ტუჩების მგრძნობელობა თითებისას 200–ჯერ აღემატება. ტუჩებსა და ენაზე ყველაზე მეტად მგრძნობიარე რეცეპტორებია განლაგებული.

1960 წელს ბრიტანელი ზოოლოგი დესმონდ მორისი პირველად გამოვიდა წინადადებით, რომ კოცნის ჩვევა ადამიანებს უძველესი ხანიდან მოსდევთ, როდესაც დედები ჩვილებს პირიდან პირში კვებავდნენ.

კოცნა ისტორიასა და მითოლოგიაში შეფასებულია, როგორც რიტუალური ჟესტი, სოციალური ურთიერთობის სიმბოლური ნიშანი. მიჩნეულია, რომ კოცნის ტრადიციას საფუძველი ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3000 წლით ადრე ჩაეყარა.

ესკიმოსები არ კოცნიან, ისინი ერთმანეთს ცხვირებით ეხებიან. ეს სითბოს გამოხატულებაა. რამდენად სწორია უცნობია, მაგრამ, როგორც ამბობენ, ესკიმოსები ასე ერთმანეთს იმიტომ „ჰკოცნიან“, რომ ჩვეულებრივი კოცნისას ტუჩები ეყინებათ. რა თქმა უნდა ეს, შეყვარებულ წყვილებს არ ეხებათ, არამედ ახლობლებს, რომლებიც ისე არიან ჩაცმულები, მხოლოდ ცხვირი და თვალები უჩანთ.

ჩვენ მუდამ გვემახსოვრება პირველი კოცნა. ცოტა ხნის წინ ჩატარებული კვლევის თანხმად, ადამიანს პირველი კოცნა უკეთესად ამახსოვრდება, ვიდრე პირველი ფიზიკური ურთიერთობა საპირისპირო სქესთან.

კოცნა იმუნურ სისტემას აუმჯობესებს.

ადამიანების 66 პროცენტი კოცნისას თვალებს ხუჭავს. დანარჩენები კი პარტნიორს აკვირდებიან.

რომანტიული კოცნა დაახლოებით 2–3 კალორიას წვავს, ფრანგული კი ხუთს, ან მეტს.

მამაკაცები, რომლებიც სამსახურში წასვლამდე ცოლებს ჰკოცნიან, დიდხანს ცოცხლობენ.

ვნებიანი კოცნა, რომელიც 90 წამამდე გრძელდება, ადამიანს სიცოცხლის დამატებით ერთ წუთს ჩუქნის.

2002 წლის 28 იანვარს ამერიკელმა ლუიზა ალმადოვარმა და რიჩ ლენგლიმ ყველაზე ხანგრძლივი კოცნის კონკურსი მოიგეს. მათი კოცნა 30 საათს, 59 წუთსა და 27 წამს გრძელდებოდა.

1990 წლის 15 სექტემბერს ვინმე ვოლფრამმა ფესტივალის დროს, 8 საათში 8001 ადამიანს აკოცა.

პირველი კოცნა ტელეეკრანზე: 1896 წელს, მეი ირვინისა და ჯონ რაისის შესრულებით, ტომას ედისონის 30 წამიან ვიდეორგოლში „კოცნა“.

ყველაზე ინტიმური კოცნა ფილმში: 1926 წელს გადაღებული „დონ ჟუანი“. ფილმში 191 კოცნა დათვალეს.

ყველაზე ხანგრძლივი კოცნა კინოს ისტორიაში: რეჯის ტუმე და ჯეინ ვაიმენი, 185 წამის განმავლობაში ჰკოცნიდნენ ერთმანეთს ფილმში You’re in the Army Now.

კოცნისას ორგანიზმი გამოიმუშავებს ნივთიერებას, რომლის ეფექტი 200–ჯერ აღემატება მორფინის ეფექტს. კოცნა ადამიანს სიხარულისა და ბედნიერების განცდას მატებს.

ქალებს კოცნა სტრესის მოხსნასა და დასვენებაში ეხმარებათ.

საშუალოდ, ადამიანი თავისი ცხოვრების 20160 წუთს, ანუ დაახლოებით ორ კვირას ხარჯავს კოცნაზე.

კოცნაში ჩართულია სახის 29 კუნთი (ზოგი მონაცემებით 34)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100