ჭიათურაში მამაკაცი ჩამოშლილი ქვიშის მასაში მოჰყვა და ადგილზე გარდაიცვალა
ჭიათურაში კარიერზე ქვიშა ჩამოიშალა.
არსებული ინფორმაციით, ადგილზე ახალგაზრდა მამაკაცი ტრაქტორით მუშაობდა, რა დროსაც ჩამოშლილი ქვიშის მასაში მოყვა და შემთხვევის ადგილზევე დაიღუპა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო სამშენებლო, ან სხვა სამუშაოების დროს უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.
კომენტარი