სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რისთვის ჩამოდიან რუსები საქართველოში - საფრთხეები, რაც ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეების ჩამოსვლას მოჰყვება

თბილისში, ბოლო დღეებია რუსეთის მოქალაქეების ნამდვილი მოზღვავებაა. ბევრი მათგანი თავის ეროვნებას მალავს, შეკითხვებზე დამტვრეული ინგლისურით გპასუხობს, თითქოს რცხვენიათ თავისი ქვეყნის და იმისი, რასაც მათი სამშობლოს სახელით ახლა უკრაინაში რუსული არმია აკეთებს. ძალიან ბევრ მათგანს ადრე თუ გვიან იუსტიციის სახლში გადააწყდებით, სადაც ისინი გამალებით არეგისტრირებენ კომპანიებს. ეს შესაძლოა ბინადრობის ნებართვის მოპოვებას უკავშირდებოდეს. რუსეთის ათობით ათასი მოქალაქის საქართველოში გრძელვადიანად დამკვიდრება კი ადრე თუ გვიან ნადვილად იქცვევა პრობლემად. ასევე არის რისკი, რომ საქართველოში დარეგისტრირებულ ამ ბიზნესებს გამოიყენებენ იმ სანქციებისთვის თავის ასარიდებდლად, რომელიც მსოფლიომ რუსეთს დაუწესა. რეალობა კი ისაა, რომ ხელისუფლებას არანირი რისკი არ შეუფასებია. და წარმოდგენა არავის აქვს, რეალურად რისთვის მოდიან რუსები და რა საფრთხე მოაქვთ თან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100