"მოსამართლე დარწმუნდა, რომ ნეკა დოროყაშვილისა და ბავშვის მიმართ მოხდა..." - ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმის სკანდალური დეტალები
ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე კიდევ ერთი გადაწყვეტილება გახდა ცნობილი. თბილისის საქალაქო სასამართლომ მისი მეუღლის მიმართ გაცემული ყველა შემაკავებელი ორდერი ძალაში დატოვა.
აღნიშნული გარემოება ნელი დოროყაშვილის ადვოკატებს აფიქრებინებს, რომ ფიზიკური ძალადობის ფაქტი დოროყაშვილის და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტი მათი მცირეწლოვანი შვილის მისამართით დადასტურდა.
"შემაკავებელი ორდერები გაასაჩივრეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ბასილაშვილებმა . ეს პროცესი მიმდინარეობდა გუშინ. განვიხილეთ დეტალები. მტკიცებულებები გამოიკვლია მოსამართლემ და დარწმუნდა, რომ მოხდა ძალადობა ოჯახში ნელი დოროყაშვილისა და ბავშვის მიმართ" - აღნიშნა დოროყაშვილის ადვოკატმა.
კომენტარი