მთავრობამ ივანიშვილის კომპანიას "წითელ ნუსხაში" დაცული 109 ხის მოჭრის უფლება მისცა
საქართველოს პრემიერ მინისტრის მამუკა ბახტაძის მიერ ხელმოწერილი
დადგენილების მიხედვით, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის
კომპანიას “ასოციაცია ატუს” ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის
მშენებლობისთვის სახელმწიფო “წითელ ნუსხაში” დაცული ხეების მოჭრის უფლება
მიეცა.
2019 წლის 17 მაისს ხელმოწერილ განკარგულებაში ნათქვამია,
რომ “ასოციაცია ატუ” ქუთაისის მიმდებარედ 387,512 კვადრატული მეტრის მიწის
ნაკვეთზე “წითელი ნუსხით” დაცულ შემდეგ ხეებს მოჭრის:
იმერული მუხა - 60 ხე;
ძელქვა - 49 ხე.
მთავრობის
განკარგულების მიხედვით, ასოციაცია "ატუმ"მოჭრილი მერქანი ეროვნული სატყეო
სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე უნდა დაასაწყობოს.
ვრცლად ნახეთ - bm.ge-ზე.
კომენტარი