სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

“პირველი პრეზიდენტი მოკლეს და ხახვივით შერჩათ ეს ამბავი დამნაშავეებს. ახლა მესამე პრეზიდენტს კლავენ და ჩვენ, ჩვენი უმოქმედობით, უნებურად ხელს ვუწყობთ ამ პროცესს. დღეს ხალხი და ხვალ ისტორია არ გვაპატიებს ამას…” - გიორგი კაპანაძე

“თითოეული ჩვენგანის სირცხვილია რაც მიშას თავს ხდება.
ადამიანს ნელი სიკვდილით კლავენ და ჩვენ ვერაფერს ვაკეთებთ.
ხელებს, ფეხებს ვეღარ გრძნობს…

ჩვენ კი თითქმის დავივიწყეთ, რაშიც უკრაინის ომიც “დაგვეხმარა”.

პირველი პრეზიდენტი მოკლეს და ხახვივით შერჩათ ეს ამბავი დამნაშავეებს.
ახლა მესამე პრეზიდენტს კლავენ - წამებით და ნელი სიკვდილით და ჩვენ, ჩვენი უმოქმედობით, უნებურად ხელს ვუწყობთ ამ პროცესს.

ვართ ასე და ველოდებით რას მოიმოქმედებს ომში მყოფი ზელენსკი, რომელსაც კასეტური ბომბები აცვივა თავზე…


ხომ ვხედავთ რომ არ უშვებენ და თუ არ ვაქცევთ მთავარ საკითხად მიშას გათავისუფლებას და ამისთვის ჩვენს ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს არ გამოვიყებენთ, აქციების, ბოიკოტის და თუ საჭიროა, ყველა დონის მანდატების ჩათვლით, არც გამოუშვებენ - აღარანაირ ზეწოლას აღარ გრძობენ ჩვენგან და იმიტომ.

იცოდეთ, დღეს ხალხი და ხვალ ისტორია არ გვაპატიებს ასეთ საშინელებას არავის” - წერს ანტიკორუფციული პლატფორმისა და ინტერნეტ მედია ჯგუფის დამფუძნებელი, მთავარი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი, გიორგი კაპანაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100