"დღეს რუსეთმა რუსთავი 2-იც ჩამოაგდო" - დავით ერაძე
რუსთავი 2-ის სპორტული ჟურნალისტი დავით ერაძე სოცალურ ქსელში სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომელმაც რუსთავი 2-ის სარჩელი არ დააკმაყოფილა:
"დღეს, ხუთი წლის წინ რუსეთმა ჰოლანდიური ბოინგი ჩამოაგდო, 188 მგზავრით... დღეს რუსეთმა რუსთავი2-იც ჩამოაგდო, დემოკრატიასთან ერთად... გილოცავთ!!! შევხვდებით საბჭოთა სოციალისტურ საქართველოში" - დაწერა დავით ერაძემ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.
კომენტარი