სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბოლო პერიოდში ძალიან მომრავლდა დეპრესიისგან ადამიანების გარდაცვალების ფაქტები - მეცნიერები საგანგაშო კვლევას აქვეყნებენ

ამერიკელი მეცნიერები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ადამიანის გრძნობებსა და ემოციებს გული მართავს. ამ მხრივ გაამყარეს წინაპრების თეზისი „გული სულის ცენტრია“. სწორედ აქ იწყება ყველაზე დიდი პრობლემა - ნებისმიერი ემოცია, სტრესი თუ დეპრესია გულით ავადმყოფობის მიზეზი ხდება.

მეცნიერებმა გამოიკვლიეს გულის შეტევით საავადმყოფოში მოხვედრილი პაციენტები, შეისწავლეს ამის შედეგად გარდაცვლილთა ისტორიები და დაადგინეს, რომ მათი 90% სწორედ სტრესის ქვეშ იმყოფებოდა შეტევამდე (აქედან უმეტესობა პირადი ცხოვრების წარუმატებლობის გამო იყო დეპრესიაში). დანარჩენს ათს კი თანდაყოლილი ავადმყოფობის შედეგად აწუხებდა გული.

საქმე იმაშია, რომ ძლიერი ემოციური ფონი დიდი რაოდენობის ჰორმონებს გამოჰყოფს, ისეთი, როგორიცაა ადრენალინი, ნორადრენალინი და დეფამინი. ისინი კორონარულ არტერიაში ხვდებიან სპაზმის დროს და ავიწროებენ მას.

გამოკვლევების თანახმად, სტრესის ყველაზე გახშირებული მიზეზი წარუმატებელი პირადი ცხოვრებაა. საყვარელი ადამიანის დაკარგვის შემდეგ გულის შეტევის რისკი 16-ჯერ იზრდება. ეს რიკსი კი ორმაგდება მამაკაცების შემთხვევაში, რადგან ისინი უფრო რთულად უმკლავდებიან დეპრესიასა და მოზღვავებულ ჰორმონებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100