სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დედამ დახოცა თავისი შვილები და შემდეგ თავი მოიკლა იმის გამო, რომ მოღალატე ქმრისთვის შური ეძია

36 წლის ჯესიკა ედენსმა საკუთარი შვილები, 9 წლის ჰეიდენი და 5 წლის ჰარპერი იარაღით დახოცა მხოლოდ იმიტომ, რომ მეუღლემ სამსახურში თანამშრომელ გოგონასთან, 28 წლის მერედიდ ჰარმთან უღალატა. ახალგაზრდა ქალი ბავშვების სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე საკუთარ მანქანაში იპოვნეს მოკლული.

მას შემდეგ, რაც ჯესიკამ ბავშვები დახოცა, ქმარს დაურეკა და უთხრა, რომ დროა მოღალატე საკადრისად დაისაჯოს და ტანჯვასა და დანაკარგში გაატაროს ცხოვრება. ყურმილის დადების შემდეგ ქალმა თავი მოიკლა.

ბალისტიკურმა ანალიზმა დაადასტურა, რომ ავტმობილში ნაპოვნი ქალი სწორედ იმ იარაღით არის მოკლული, რომელი იარაღითაც ბავშვები და ჯესიკა იყვნენ გარდაცვლილი. როგორც აღმოჩნდა, შურისმაძიებელი ცოლი ჯერ ქმრის საყვარელს გაუსწორდა და შემდეგ ოჯახი ამოხოცა.

WBRC FOX6 News - Birmingham, AL

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100